top of page

ალუბლობა დანიაში

19-21 ივლისი


ალუბლის მოყვანას ხანგრძლივი და ღრმა ტრადიციები აქვს ფუნენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მეხილეობის პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია მზიანი დღეებისა და შედარებით რბილი კლიმატის გამო.

მაშასადამე, ბუნებრივი იყო ტკბილ და წვნიანი კენკრის პატივისცემა საკუთარი ფესტივალით. რაც იყო ფესტივალის რეალური აზრი, როდესაც ის პირველად მოეწყო 2005 წელს.

ალუბლის ფესტივალი გაგავსებთ ღირებული გამოცდილებით და ნახავთ, რატომ უკვდავყოფენ კერტემინდელი მხატვრები თავიანთ ხელოვნებაში ალუბლის ყვავილობას. როგორც ფესტივალის მთავარი დევიზია: „ნახეთ, მოუსმინეთ და გასინჯეთ“.

ნახეთ!

შეძლებთ დაათვალიეროთ საინტერესო გამოფენები, რომელიც ტარდება კერტემინდეს მუზეუმებსა და გალერეებში და მის გარშემო. თქვენ ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ წლის ალუბლის გამოსახულების კონკურსში, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება მომავალი წლის ალუბლის ფესტივალის პლაკატებზე.

მისმინეთ!

ფესტივალის განმავლობაში შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკის ამაღელვებელ მიქსს, რომელიც შესრულებულია კერტემინდეს სხვადასხვა ადგილას.

გასინჯეთ!

დააგემოვნეთ უგემრიელესი წითელი ალუბალი - და დააგემოვნეთ ალუბლით მომზადებული გასაოცარი კერძები!



მოამზადა: მაკუნა ქავთარაძემ

1 view0 comments

Comentarios


bottom of page