top of page

ლაბორმა ქალი დასაქმებულებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი “შვებულება მენსტრუაციის გამო” შეიმუშავა.

ლაბორი საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირია. ლაბორმა ქალი დასაქმებულებისთვის დააწესა  თვეში 3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მენსტრუაციის გამო. 

ლაბორის ქალთა კომიტეტი იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დაკანონებისთვის. საზოგადოების განწყობის გასაგებად მიმდინარეობს კვლევა და კონსულტაციები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან. იწყება მოლაპარაკებები სოციალურ პარტნიორებთან, რათა კანონის ამოქმედებამდე შეძლებისდაგვარად ბევრმა კომპანიამ შეიმუშაოს მსგავსი პოლიტიკა. სავარაუდოდ ინიციატივის შემუშავებისთანავე  საჭირო იქნება ხელმოწერების შეგროვება, რაც შემოდგომისთვის იგეგმება.

მსოფლიოში მენსტრუალური შვებულება უკვე არის დაკანონებული 8 ქვეყანაში: მათ შორის ერთადერთი ევროპული ქვეყანა ესპანეთია.

წყარო: ლაბორის ქალთა კომიტეტის წევრი, თამარ ანსიანი

ავტორი: ნინი უსენაშვილი

‘Young Woman and the Sea’ - ბრძოლა სექსიზმისა და მღელვარე წყლის წინააღმდეგ.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2024 წლის 31 მაისს.

"ახალგაზრდა ქალი და ზღვა" არის შთამაგონებელი ამბავი გამბედაობასა და ოცნებების ასრულებაზე. დისნეის ახალი ბიოგრაფიული დრამა  გერტრუდ "ტრუდი" ედერლის, პირველი ქალის შთამბეჭდავ ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც 1926 წელს ლა-მანშის სრუტე გადაცურა. ფილმი, რომლის რეჟისორი იოახიმ რონინგია, ასახავს ედერლის სპორტულ კარიერას, მის ოლიმპიურ წარმატებებს და ლა-მანშის გადაცურვის გადაწყვეტილებას, რაც მაშინდელი სოციალური ნორმების გათვალისწინებით ქალებისთვის თითქმის წარმოუდგენლად ითვლებოდა. ფილმი დეტალურად აღწერს მის მზადებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევებს და საბოლოო ტრიუმფს, რომელმაც შთააგონა მთელი მსოფლიო. ფილმი ხაზს უსვამს ედერლის მიღწევის მნიშვნელობას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში. ფილმი გამოირჩევა ძლიერი ვიზუალური ეფექტებით, დეიზი რიდლის შთამბეჭდავი შესრულებით და ემოციური სიღრმით.

ავტორი: ნინი უსენაშვილი

წყარო: The New York Times

2024 წლის Met Gala მაისის პირველ ორშაბათს გაიმართა, სახელწოდებით "მძინარე მზეთუნახავი: მოდის ხელახალი გამოღვიძება". 

 

Met Gala, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც the Costume Institute Benefit or the Met Ball, არის საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც იმართება ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველ გაზაფხულზე - და ყოველთვის წარმოადგენს წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ და ცნობილ მოდის ღონისძიებას.

 

წელს სტუმრები ჩაცმული იყვნენ "დროის ბაღის" თემატიკით, რომელიც შთაგონებულია J.G. ბალარდის ამავე სახელწოდების მოთხრობით. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის გამოფენაზე (გაიმართება 2024 წლის 10 მაისიდან 2 სექტემბრამდე) წარმოდგენილი იქნება 250 ისტორიულად მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომლებიც მოიხსენიება როგორც "მძინარე მზეთუნახავები”. წარმოდგენილი იქნება დიზაინები ბრენდებისგან: Elsa Schiaparelli, Christian Dior, Yves Saint Laurent and Hubert de Givenchy.

 

წყარო: harpersbazaar

ავტორი: ნინი უსენაშვილი

გიორგი დუნდუას სოლო გამოფენა “ქაოსის სიმღერა” 

 

T Gallery მართავს მხატვრის, პოეტის, გიორგი დუნდუას აბსტრაქტულ ნამუშევართა გამოფენას „ქაოსის სიმღერა“. ვიზუალური პოეზიით თხრობისთვის შექმნილი ნამუშევრები და მათი პოეტური სათაურები ყვებიან ამბებს რაც ქმნის ყოფის აღქმის შესაძლებლობას.

 

ქაოსი ჩემი არსობისა

ქაოსი ჩემი ცხოვრებისა

ქაოსი ჩემი ამბისა

ქაოსი შეცნობისა

გამოფენა გაიხსნება 10 მაისს 19:00 საათზე და გაგრძელდება 1 ივნისამდე.მისამართი: ივანე თარხნიშვილის 13

ივენთის ლინკი: https://fb.me/e/3wH2f027e

ევროპაში ხელფასის გამჭვირვალობაზე კანონპროექტის ცვლილებების მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება
 

ხელფასის კონფიდენციალურობა გენდერულ ბალანსს არღვევს'' აცხადებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით,  2022 წლის მონაცემებით, გენდერული ანაზღაურების სხვაობა ევროკავშირში 12,7% იყო, რაც ნიშნავს, რომ ქალები 87,30 ევროს იღებენ მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ 100 ევროზე.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქვეყანა, რომელმაც ქალებისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ საკანონმდებლო რეფორმები გაატარა 1961 წელს, იყო ისლანდია. 

თუმცა ,ეხლა კანონები ისევ დასახვეწია.

წყარო: euronews

ამერიკაში ბავშვა შრომითი უფლებები უმჯობესდება
 

პოსტ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამსაქმებლები, განსაკუტრებით სტუმარ-მასპინძლობის სფერო ცდილობდნენ ახალგაზრდები დაექირავებინათ. 

16-19 წლის ადამიანების დასაქმების ტალღა დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას, რადგან საგადასახადო კანონის მიხედვით ისენი უფრო დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

ამან კი საკანონმდებლობო ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.

წყარო : Washington Post

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა გენდერულ იდენტობაზე ფოკუსირდება

დიდი ბრიტანეთის, ამჟამად ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე და გასულ წლებში ჯანდაცვის სისტემის ხელმღვანელი ვესტლი სთრითინგი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ მოზარდების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ვისაც გენდერული იდენტობის სირთულეები აქვს. 

წყარო: The Guardian

ნარკოპოლიტიკა

ევროკავშირში შვედეთის ინიციატივით შემუშავდა დოკუმენტი,  როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ადრეულ ასაკში ნარკომანიასთან გასამკლავებლად. დოკუმენტში ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსი პრობლემის შესამცირებლად. 

წყარო: EMCDDA

განათლება

ლუქსემბურგის პირველმა ევროპულმა სკოლამ 70 წლის იუბილე აღნიშნა 2024 წლის აპრილში. ეს სკოლა შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპის თანამეგობრობაში მომუშავე თანამდებობის პირების ოჯახებისთვის. მშობლები აფასებენ იმას, რაც სკოლას შეუძლია შესთავაზოს ვილებს, მაგრამ რეფორმები სასწრაფოდ არის გასატარებელი, როგორც ეს ევროპარლამენტის ბოლო მოხსენებაშია გამოთქმული.

წყარო: eureporter.co

bottom of page