top of page

შფოთვები მგზავრობისას

Updated: May 9


ავტორი: ნინი ჩხორთოლია


მართალია, მოგზაურობა სიახლეებით სავსე თავგადასავლებსა და სასიამოვნო გამოცდილებას უკავშირდევა, მაგრამ ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებულ განწყობებს ყველა ვერ უმკლავდება. მცირე დროში ახალ გარემოსთან შეგუების აუცილებლობამ, უცნობი ადამიანების გარემოცვამ და მგზავრობასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ შეიძლება “სამოგზაურო შფოთვამდე” მიგვიყვანოს. მოგზაურობისას მენტალურ ჯანნრთელობაზე ზრუნვა ადვილი ნამდვილად არ არის, ამიტომ: მიეცით თქვენს თავს დასვენების უფლება მგზავრობამდე და მგზავრობის შემდეგ- მგზავრობის წინა დღე/ღამე დატვირთული არ უნდა გვქონდეს, რათა საკმარისად გამოძინებულები ვიყოთ. საჭირო ნივთების შეძენა, ჩალაგება, ბილეთები და მსგავსი საკითხები გარკვეული დროით ადრე უნდა იყოდ მოგვარებული. ხოლო მოგზაურობის შემდეგ, კარგი იქნება თუ ფეხით გავისეირნებთ, რათა ახალ ლოკაციასთან შეგუების დრო მივცეთ ჩვენს თავებს. გაითვალისწინეთ დროითი განსხვავება- როცა საქმე თვითმფრინავით ხანგრძლივ მგზავრობას ეხება, პირველი, რაც მენტალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს არის დროის განსხვავება ჩვენს სახლსა და ახალ ლოკაციას შორის. ეს განსხვავება ხშირად უხასიათობას, ძილის დარღვევასა და უენერგიობას იწვევს. ეს ყველაფერი ჩვენმა ორგანიზმმა უფრო მარტივად რომ მიიღოს, საჭიროა ლოკაციაზე ჩასვლისას პირველივე მზის სხივებს ფხიზლად შევხვდეთ. შეადგინეთ საჭირო ნივთების სია- მნიშვნელობა არ აქვს მერამდენე მოგზაურობაა, სიის შედგენა ყოველთვის უფრო მეტ სიმშვიდეს მოგგვრით. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ და არაფერი დაგავიწყდეთ. მზად იყავით დაუგეგმავი სიახლეებისთვის- უმჯობესია, თუ წინასწარ არ შეიქმნით მოლოდინებს. განსაკუთრებით თვითმფრინავით მგზავრობისას, რადგან ხშირად იდება ფრენები და გათვალისწინებული უნდა გქონდეთ ისიც, რომ შეიძლება შედარებით დიდი დროის გატარება მოგიწიოთ აეროპორტში. ეცადეთ, მოგზაურობისას ყოველდღიური რუტინული საქმე თან არ გაიყოლოთ- დასვენება არ გულისხმობს მხოლოდ ადგილის შეცვლას, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლას, მაგალითად, სამსახურეობრივი მოვალეობებისგან დროებით სრულად მოწყვეტას მოიცავს. დაგეგმეთ რას გააკეთებთ შინ დაბრუნებისას- მოგზაურობასთან დაკავშირებული სტრესი შეიძლება შინ დაბრუნების დროს გაგვიმძაფრდეს იმ მიზეზით, რომ ეს დასვენება ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. ეს ბუნებრივია, ჩვეულ რუტინასთან დაბრუნება ხშირად ემოციურია. ამიტომ უმჯობესია, წინასწარ დავგეგმოთ შინ დაბრუნებისას რას გავაკეთებთ ( საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, სამსახურეობრივი საქმეების შესრულება და ა.შ. ).

თქვენთვის რა არის ყველაზე სტრესული მოგზაურობისას?


12 views0 comments

Komentarze


bottom of page