top of page

ევროპის საუკეთესო სანაპიროები


თუ 2024 წლის ზაფხულის გატარებას ზღვის სანაპიროზე აპირებთ, ევროპის საუკეთესო პლაჟების ჩამონათვალს გთავაზობთ.


  1. Malta - Ghajn Tuffieha Bay Beach

მალტას ეს კლდოვანი თუმცა, ბრწყინვალე სანაპირო ძალიან პოპულარულია. სეზონის განმავლობაში გარანტირებულია მზიანი ამინდი. სასიამოვნო ჰავა, ხოლო ინფრასტრუქტურა და ფასები მთელი ზაფხულის განმავლობაში საუკეთესო დასვენებას გპირდებათ.

2. Monte Clerigo Beach

პორტუგალიაში არის ასეთი საოცნებო ადგილი ხელუხლებელი ბუნებით, მეთევზეთა სოფელი ფერადი სახლებით, რამდენიმე ბარი, რესტორანი, სადაც ახალ თევზს შეგიწვავენ. ჩაიტარებთ სხვადასხვა სახის დეტოქსს. დააგემოვნებთ ადგილობრივ კულინარიას და სერფინგით ისიამოვნებთ.

ეს ადგილი ცნობილია თავისი ვენახებით, რიფებით, საოცნებო პლაჟებით, რომლებიც იზიდავს ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორიცაა მადონა, დიზაინერი ფილიპ სტარკი ან სტილისტი კრისტიან ლაბუტენი.

3.Canal d'Amour


ეს არის პატარა საიდუმლო სანაპირო საბერძნეთის სოფელ სიდარიში, კორფუს კუნძულზე. მისი ფრანგული სახელწოდება "Canal d'amour" მომდინარეობს ფრანგი ნავიგატორისგან, რომელმაც აღმოაჩინა მსგავსება ამ პლაჟის ფორმასა და ქალის სასქესო ორგანოს ფორმას შორის.

ლეგენდის თანახმად, სიყვარულის ამ არხზე მოცურავე წყვილები უახლოესი 12 თვის განმავლობაში აუცილებლად დაქორწინდებიან.


4.Las Teresitas Beach 

ეს, ყველაზე ლამაზი პლაჟია კანარის კუნძულებზე, ყველაზე შესაფერისი ზარმაცი დამსვენებლებისთვის. მათ, ვისაც უყვარს ფეხის თითების ჩარგვა ოქროს ქვიშაში, ეს საუკეთესო არჩევანია.

5.Scialara Beach

თითქმის 5 კმ სიგრძის ოქროსფერი ქვიშის ეს ულამაზესი იტალიის სანაპირო შესანიშნავია ოჯახებისთვის. ზღვა მშვიდია და ფერდობი ნაზი.

თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გისურვებთ.


მოამზადა : მაკუნა ქავთარაძემ

ფოტო: Puxoo

28 views0 comments

Commentaires


bottom of page