top of page

თუ დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მიდიხარ


შვილებთან ერთად მოგზაურობა შეიძლება იყოს რთული მრავალი მიზეზის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმებში დროის გატარება ან ღვინის დეგუსტაციაზე სიარული შეიძლება იყოს თქვენი იდეალური დასვენება, ეს აქტივობები შეიძლება არ მოეწონოთ ბავშვებს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მოგზაურობა მთლიანად ბავშვებზე გადააწყოთ, პირიქით ეცადეთ ერთმანეთს შეუთავსოთ და ეცადოთ დღეში მინიმუმ ერთი ბავშვზე ორიენტირებული აქტივობა დაგეგმოთ.

გასართობი პარკები, როგორიცაა LEGOLAND დანიასა და გერმანიაში, და დისნეილენდი პარიზი, კარგი ვარიანტებია ევროპაში ოჯახური მოგზაურობისთვის და ისინი აუცილებლად აღაფრთოვანებენ ყველა მნახველს. აქ ბავშვები ნახავენ ყველა მათ საყვარელ პერსონაჟებს, და თქვენც ისიამოვნებთ ევროპაში სამოგზაურობით ისე, რომ ბავშვები არ გადაიღალონ და გაბრაზდნენ.

თუ დისნეილენდი არ არის ის, რისი გაკეთებაც პირადად გსურთ, შეეცადეთ იპოვოთ ისეთი აქტივობები, რისი გაკეთებაც თქვენც და ბავშვსაც გაახალისებს. მაგალითად, შვეიცარიული შოკოლადის მატარებელი მონტრეში, შვეიცარია. მატარებლით გაემგზავრებით გრუიერში მსოფლიოში ცნობილი გრუიერის ყველის ქარხნის დასათვალიერებლად, შემდეგ კი Nestlé-ს შოკოლადის ქარხანაში კიდევ ერთი ტურისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი შოკოლადის დეგუსტაციით ისიამოვნებთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შვილის ინტერესები თქვენი დანიშნულების ადგილის მიხედვით. მაგალითად, თუ მათ აინტერესებთ რაინდები, პრინცები და პრინცესები, იფიქრეთ მოგზაურობაზე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში ან საფრანგეთში. თუ მათ დინოზავრები უყვართ, წაიყვანეთ ისინი ბუნების ისტორიის მუზეუმში ვენაში, ავსტრიაში, რომ ერთად დაათვალიეროთ იურული პერიოდის ექსპონატები.

კარგი იდეაა სანტა კლაუსის სოფელი ფინეთში, რომელიც ყველაზე ახლოს არის მითურ ჩრდილოეთ პოლუსთან საშობაო ისტორიებიდან. მათ შეეძლებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას.

ლუქსემბურგში ნახავთ Parc Merveilleux-ს, რომელის ნაწილი არის ზოოპარკი და ნაწილი ზღაპრის თემატური სათამაშო მოედანი, რომელიც იდეალურია აქტიური ფანტაზიის მქონე ბავშვებისთვის.

სანამ ევროპაში ხართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ბავშვის გემოვნება საკვებშიც. გარეთ ჭამის დროს მაინც იპოვით საბავშვო მენიუს, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, როცა მენიუში ქათმის თითებს ვერ ნახავთ. თუმცა, ბევრ ადგილას იქნება ისეთი რამ, რაც თქვენს შვილს გემრიელ თავგადასავლად დაამახსოვრდება. მაგალითად, კროკე მონსიე საფრანგეთში, რომელიც არსებითად მხოლოდ შემწვარი ყველია ლორით. ან სცადეთ ავთენტური იტალიური პიცა, რომელიც შორს არის იმისგან, რასაც ისინი შეიძლება მიჩვეულები იყვნენ. წაიყვანეთ ბავშვები ავთენტური კარტოფილი ფრის -ს თვის ბელგიაში და არა საფრანგეთში, სადაც ისინი რეალურად გამოიგონეს. დარწმუნდით, რომ წინასწარ გაეცანით მენიუს, თუ თქვენი შვილი არჩევითი მჭამელია.


მოამზადა: მაკუნა ქავთარაძემ

ფოტო: Puxoo

3 views0 comments

Comments


bottom of page