top of page

მთაში თუ ბარში?

Updated: May 8



ავტორი: ნინი ჩხორთოლია


დასვენება საქართველოში კლიმატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კურორტის არჩევისას, საქართველო კი გამოირჩევა ამ მხრივ. ის მდიდარია მთისა და ბარის კურორტებით, რასაც ჯანსაღი ჰაერი და ზომიერი ტემპერატურა უწყობს ხელს. ამასთანავე არ უნდა გამოგვრჩეს ის ძირითადი უპირატესობები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ქვეყანა, სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლები. გთავაზობთ საქართველოში 7 ყველაზე მოთხოვნადი კურორტების ჩამონათვალს.

ბათუმი ყველაზე პოპულარული კურორტებს შორის ბათუმია. ეს იმ კატეგორიისთვისაა განსაკუთრებით მიმზიდველი, რომელთაც ზღვავზე დასვენება უყვარს. ბათუმი სტუმრებს არა მარტო ზღვით, არამედ გასართობი ადგილების სიმრავლითაც იზიდავს. ურეკი - ზღვის კლიმატური კურორტია, რომელიც დამსვენებელს მაგნიტური თვისებების მქონე უნიკალური ქვიშით იზიდავს.

ბაკურიანი პოპულარული მთის კურორტი- ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში. გამოირჩევა ჰაერითა და გასართობებით, როგორიცაა თხილამურებით სრიალი და ა.შ. ბორჯომი ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. ის განთქმულია მინერალური წყლებით, რომელიც დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელივანი საექსპორტო პროდუქტია.

საირმე- წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით და სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით გამოირჩევა. წყალტუბო წყალტუბოში რევმატიული დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებს მკურნალობენ, როგორც მოზრდილებს ისე ბავშვებსაც.

მესტია- სვანეთი მთის კურორტებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მესტია, სადაც დაგხვდებათ ძველი კოშკები, ციხე-სიმაგრეები და ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მწვერვალები ათასობით უცხოელ ტურისტს იზიდავს...



5 views0 comments

Comments


bottom of page