top of page

ღვინის ფესტივალი Bordeaux

27-30 ივნისი

საფრანგეთის ქალაქი ბორდო ევროპული ღვინის დედაქალაქად ითვლება.

ბორდო ცნობილია ღვინის დაყენებისა და წარმოების ხანგრძლივი ტრადიციით (ბორდოს ღვინო რეგიონში VIII საუკუნიდან იწარმოება). რეგიონული ღვინოების აღსანიშნავად, ქალაქი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს ღვინის ფესტივალს, რომელიც იზიდავს ათასობით ვიზიტორს.

ფესტივალის გული არის ცნობილი „ღვინის გზა“, სადაც მნახველები ეცნობიან რეგიონალური ღვინოების მდიდარ მრავალფეროვნებას.

CIVB ღვინის სკოლა უნიკალურ შანსს სთავაზობს ადამიანებს, რომლებსაც სურთ გაეცნონ ღვინის სამყაროს და მიიღონ მონაწილეობა სადეგუსტაციო სემინარებსა და მასტერკლასებში. Literary Cuvée-ში მნახველები იპოვიან „ღია სამკითხველო დარბაზს“, სადაც წარმოდგენილია 66 წიგნი ღვინის თემატიკით (კომიქსები, ლექსიკონები, ესეები, სახელმძღვანელოები, რომანები და ა.შ.).

ფესტივალი გამდიდრებულია ბრწყინვალე ღონისძიებებით, რომელიც ყოველ საღამოს ტარდება Place des Quinconces-ზე.

პროგრამა მოიცავს კონცერტებს საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად. მუსიკალური სინათლის შოუებსა და ფეიერვერკებს.



მოამზადა: მაკუნა ქავთარაძემ

3 views0 comments

Comments


bottom of page