top of page

ავსტრიელი იუთუბერი 400 000 გამომწერით საქართველოს გასტრონომიასა და ღვინოს იკვლევს

ავტორი: ნინი უსენაშვილი


26 ივნისი, 2024 – ასიათასობით გამომწერის მქონე ავსტრიელი იუთუბერი, ლუკას განგენმიულერი, საქართველოს გასტრონომიული და ღვინის სამყაროს გადასაღებად ეწვია, – იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ტური ითვალისწინებს დედაქალაქ თბილისის, მცხეთის, მარტვილისა და ზუგდიდის მონახულებას.

განგენმიულერმა ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გამოთქვა ქართული სტუმართმოყვარეობის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ.

„მხოლოდ რამდენიმე საათია, რაც საქართველოში ვარ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადგილი არ არსებობს. ასეთ მოკლე დროში უკვე გავეცანით კულტურას და ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ადგილობრივებს საუკუნეების მანძილზე ვიცნობთ. სტუმართმოყვარეობა აქ ნამდვილად გამორჩეულია. ხალხი მეგობრულია, სამზარეულო საოცარი, ქართული ლუდი კი ფანტასტიკური“, – განაცხადა მან.

წყარო: https://agenda.ge/


3 views0 comments

Comments


bottom of page