top of page

ქალ მუნიციპალურ მოხელეთა (WIMG) ჯგუფი აღნიშნავს წარმატებულ წელს და აქვეყნებს ახალ მიზნებს

ავტორი: ნინი უსენაშვილი


ქალ მუნიციპალურ მოხელეთა ჯგუფი (WIMG) არის 1974 წელს დაარსებული ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეულ ქალებს. ის ემსახურება ქალთა როლის გაძლიერებას ადგილობრივ პოლიტიკაში, მათი პრობლემების გადაჭრას, გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივად მუშაობას ქალაქებისა და დაბების განვითარებისთვის.

WIMG-მა გასულ წელს წევრთა რაოდენობის 500-მდე გაზრდის მიზანი დაისახა და ამ მიზანს არა მხოლოდ მიაღწია, არამედ გადააჭარბა კიდეც.

ამ წელს WIMG კიდევ 100 ახალი წევრის დამატებას გეგმავს. ჯგუფი ასევე აქტიურად იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბინაო პოლიტიკა, ანაზღაურებადი მშობლისა და ორსულობის შვებულება, ხანდაზმულთა მოვლა და ოჯახში ძალადობა.

WIMG ზაფხულის კონფერენციას სამხრეთ ფლორიდაში გამართავს 17-19 ივლისს, სადაც აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციული სესიები გაიმართება.


წყარო: https://www.nlc.org/


2 views0 comments

Comments


bottom of page