top of page

ანა და ქეთი - KATA DESIGN

Updated: Jun 3


გამარჯობა,

ჩვენ ვართ ქეთი მარტიაშვილი და ანიკუშკა გოგუაძე.

ბავშვობის მეგობრები,რომლებიც 2019 წელს გავერთიანდით საქმის კუთხით.ეს იდეა ჩემმა დამ მომაწოდა და მისი ძალიან მადლიერი ვარ.

მანამდე მეც და ქეთიც ცალცალკე ვქმნიდით სამოსს,აქსესუარებს,ვთანამშრომლობდით სხვადასხვა კომპანიებთან (quintet london, kartuli uk, ატელიეებთან...)შემდეგ გამოჩნდა ნიუ იორკში,ერთ-ერთ ქართულ მაღაზიაში ჩვენი პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა,ჩვენც შევქმენით ერთობლივი ბრენდი KATA DESIGN.



თუმცა, პანდემიის გამო მაღაზია დაიკეტა,მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ ერთობლივი საქმიანობა.

ერთად მუშაობის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო,სახალისო და შრომატევადი(რა თქმა უნდა),იმ ფონზე,რომ ორივეს გვაყვს ორ-ორი შვილი და ხშირად მათთან ერთად გვიწევს მუშაობა სახლის პირობებში. 

KATA DESIGN-ის შექმნა,საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ორივე ვიყავით უმუშევრები,მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლში. ვფიქრობ ყველა ქალისთვის, მითუმეტეს ქალისთვის,რომელიც არის დედა და დიასახლისი,ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ჰობი და მინიმალური დრო ამისთვის. და თუ ჰობი საქმიანობად გადაიქცევა და შემოსავალს მოიტანს, ეს ძალიან დიდი სტიმულია.



ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეკეთებინა ის,რაც გვიყვარს,მოქნილი გრაფიკით.

ხედვა და ესთეტიკა ძალიან მსგავსი გვაქვს და ჩვენი ნამუშევრები,იქნება ეს კიმონო,შარფი,მუთაქა თუ ნებისმიერი სხვა რამ,სრულიად ჰარმონიული შეთანხმებით იქმნება და ეს დიდი გამართლებაა. 

 რატომ კატა დიზაინი?

1-იმიტომ რომ ჩვენი პროდუქცია არის ექსკლუზიური,ჩვენი ნამუშევრები არ მეორდება,შეიძლება გამეორდეს მხოლოდ  დეტალი. 

2-ვცდილობთ ვიყოთ ეკომეგობრულები,მეორე სიცოცხლე ჩავბეროთ ძველ სამოსს, და მათ ქსოვილებად ვიყენებთ.

3-ყველა ნამუშევარში არის გამორჩეული, ჩვენი ხელით შექმნილი პრინტი, ქართული ელემენტებით.

დღეს ვთანამშრომლობთ მაღაზიასთან "8/10 shop". ეს არის ძალიან გემოვნებიანი ქართველი დიზაინერების პროდუქციით სავსე  მაღაზია ერეკლეს ქუჩაზე.

ასევე მაღაზიასთან MFL.

ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ,მაგრამ ვფიქრობ პირველი ნაბიჯი, რომ დედობისა და დიასახლისობის ფონზე, ჩვენი საქმე გვქონოდა.

იმედია მალე უფრო მეტ სილამაზეს შევქმნით მშვენიერი ქალებისთვის. 



59 views0 comments

Kommentare


bottom of page