top of page

გადაწყვეტილების მიღების ოსტატობა

Updated: Jun 3

ავტორი: ნინი უსენაშვილი



ზოგჯერ, ყველას გვინატრია, ვინმემ ჩვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება და გვიხსნას დაუსრულებელი ფიქრისგან, რომელმაც უკვე თავი აგვატკივა. 


შეიძლება ვიღაცების აზრით, ცუდია, როცა ბევრს მსჯელობ და ფიქრობ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, თუმცა სინამდვილეში *ჭარბმოფიქრალე ადამიანები არიან მაღალი მორალური ღირებულებების მქონენი, მათ სურთ, რომ სწორად მოიქცნენ, არ დააზიანონ რაიმე, ითვალისწინებენ ბევრ ფაქტორს, გარშემო მყოფ ადამიანებს და სწორედ ამიტომ ჭიანურდება მათი არჩევანი.


თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ *ჭარბმოფიქრალე ადამიანები დიდ დროს ანდომებენ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ყოველდღიური ძალიან მარტივი გადაწყვეტილებების მიღებასაც, როგორიცაა მაგალითად: რა ჩაიცვა? რომელ რესტორანში ივახშმო? რომელი სასუსნავი იყიდო მაღაზიაში? დათანხმდე, თუ არა მეგობრის შეთავაზებას საღამოს გასართობად წასვლაზე? რომელ ფილმს უყურო?



ასეთი ყოველდღიური დილემების დროს, აჯობებს თავს აიძულო, რომ არჩევანი გააკეთო იოლად, თუნდაც მონეტის აგდებით, შემთხვევითობით აარჩიო ცხელი ყავა დალიო თუ ცივი. ასე დაასვენებ ტვინს და გადაწყვეტილების მიღება აღარ იქნება მტანჯველი და უარყოფითი პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ შენი შერჩეული რესტორანი არ გამოდგა სათანადოდო კარგი და არ მოეწონათ ის შენი ვახშმის პარტნიორებს, არანაირი სინანული და თვითკრიტიკა, ამ დროს უნდა გაიაზრო, რომ ადრე თუ გვიან მოგიწევდა ამ ადგილას წასვლა, ამ საჭმლის დაგემოვნება, და ეს მოცემულობა უნდა მიიღო სასარგებლო გამოცდილებად. მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი საკითხების დროს კი არჩევანს გააკეთებ უფრო თავდაჯერებულად და ეფექტიანად. 

მეტად სერიოზული გადაწყვეტილებები მიღების პროცესში კი ეს რჩევები გამოგადგება:


1. განსაზღვრე შენი მიზნები და პრიორიტეტები

2. შეაგროვე ინფორმაცია (პატარა მოკვლევა, კონსულტაცია ამ საკითხში გამოცდილ ადამიანებთან)

3. განიხილე ალტერნატივები და შეაფასე დადებითი და უარყოფითი მხარეები

4. გამოიყენე გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები (მაგ:SWOT, გადაწყვეტილების მიღების მატრიცა)

5. ენდე შენს ინსტინქტებს და ინტუიციას

6. შეზღუდე შენი ვარიანტები და მიანიჭე თავს გარკვეული დრო გადაწყვეტილების მისაღებად

7. იფიქრე გრძელვადიან პერსპექტივაში

8. მართე სტრესი და ემოციები

9. ჩართე სხვები (განიხილე ვარიანტები სანდო ადამიანებთან)

10. ისწავლე წარსული გადაწყვეტილებებიდან

11.  როგორც კი გაითვალისწინებ ყველა ფაქტორს, მიიღე გადაწყვეტილება თავდაჯერებულად

12. მიიღე გაურკვევლობა და გესმოდეს, რომ არცერთი გადაწყვეტილება არ იძლევა გარანტიას სრულყოფილი შედეგის მისაღწევად


*Overthinking/Overthinker -  ჭარბფიქრიანობა, ჭარბმოფიქრალე


ფოტო: დავით ქავთარაძე

25 views0 comments

Commenti


bottom of page