top of page

ნინო ადამია - ფოტოგრაფი

Updated: Jun 3



რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ხელოვნებასთან ვიყავი დაკავშირებული.

იყო პერიოდი ვხატავდი, ვქმნიდი სხვა და სხვა დეკორატიულ ნივთებს. დედას ვთხოვდი, სამოსის ჩემი დიზაინით შეკერვას, ან მისივე ძველი სამოსის გადაკეთებას.

ვქმნიდი აქსესუარებს,ყელსაბამებსა და სამაჯურებს, eხლაც ვაკეთებ ჩემთვისა და მეგობრებისათვის საჩუქრად. ფოტო აპარატი ყოველთვის გვქონდა სახლში. სურათებს დედა იღებდა. თუმცა, მაშინ კამერის ფუნქცია, მხოლოდ ჩვენი ბავშვობის აღბეჭდვა იყო.

გადაღება რამდენიმე წლის წინ დავიწყე. თავიდან ტელეფონით ვიღებდი. მაინტერესებდა კომპეტენტური აზრი ჩემ შემოქმედებაზე. ერთ დღესაც ვნახე, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის მიერ, მობილური ფოტოგრაფიის კონკურსი იყო გამოცხადებული. ამ კონკურსის გამარჯვებული გავხდი და ამით, ფოტო ხელოვნების კურსებზე სწავლების თანადაფინანსება მოვიგე.

კამერის უქონლობის მიზეზით, კურსებზე არ მივედი. ახლა, რომ დავფიქრდები, მგონია უბრალოდ გამბედაობა არ მეყო.

კურსებზე, ერთი წლის შემდეგ, მეგობრისაგან ნათხოვარი ძველი კამერით მივედი. ასე დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება - ჩემს მიერ ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღება, რაც აქამდე არასოდეს მიგრძნია.

მონაწილეობა მაქვს მიღებული რამოდენიმე ჯგუფურ ფოტო გამოფენაში, ჩემი ფოტოები გამოქვეყნდა სხვადასხვა სოციალური მედიის გვერდებზე, როგორიცაა: ქოლგა, Vogue Photography, Pretty Vacant Magazine, On.Ge და სხვა.

ფოტოგრაფირება ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო არ არის, რის გამოც, ამ სფეროს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენსაც ვისურვებდი.

ძალიან მიყვარს მოდელთან მუშაობა. თავისუფალ დროს ბევრს ვმოგზაურობ.

ფოტო კამერა კი, თავგადასავლებისა და მოგზაურობისას ჩემი განუყოფელი ნაწილია.



8 views0 comments

Comments


bottom of page