top of page

ნუცა ჯღამაძე

Updated: Apr 13





ძალიან უცნაური იქნება მუსიკისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე და სიყვარულზე რომ მოვყვე,თუმცა:

ყველაფერი მრგვალი სავარცხლით და “პლüშის” სათამაშოებით დაიწყო. სულ ვიცოდი რომ ისინი ნამდვილ მაყურებლებად და მიკროფონად გადაიქცეოდნენ. სცენის განათებად - რადიო-ფანარს ვიყენებდი და წარმოვიდგენდი დედაჩემის “პენუარი” ,როგორ გარდაისახებოდა ვინმე ,ცნობილი დიზაინერის სამოსად.

ტანსაცმლისა კი რა გითხრათ, არც ზრდასრულობაში გამოტენილა ,ჩემი გარდერობი ,საგულდაგულოდ ჩემთვის შეკერილი ჟან ფრანკო ფერეებით. თუმცა, კონცერტებისთვის შერჩეული ბჟღვრიალებით - ახლა ჩემი შვილი ერთობა....

ბევრჯერ გადავრჩი მუსიკით.არაერთხელ მომევლინა მხსნელად და ახლაც ვფიქრობ, რომ radiohead-მა ,little dragon-მა ,James blake-მა და მისთანანმა,ჩემ მიერ შთაგონებულებმა დაწერეს მაშინ სწორედ ის მუსიკა ,რამაც სული შთაბერა ჩემს არსებობას.

ანდერძი,სახელად “წერილი შვილებს” ,სწორად ამ დროს დავწერე სადაც უძრავი ქონების ნაცვლად,სიხარულით და სიამაყით დავუტოვე Playlist. რითიც უნდა გამაცილონ. ასე და ამგვარად გაგიზიარეთ ძალიან ცოტა რამ ჩემს შესახებ.

სიყვარულით,

ნუცა





349 views0 comments

Comments


bottom of page