top of page

შენი ბრძოლა, შენი ისტორიის ნაწილია.



ყოველი დღე ახალი ბრძოლის დასაწყისია, ჩვენ ადამიანები სულ ბრძოლაში ვართ:

ბრძოლა თავისუფელებისთვის, ბრძოლა სიყვარულისთვის, ბრძოლა მშვიდი ცხოვრებისთვის, ბრძოლა ჯანმრთელობისთვის, ბრძოლა ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის.

დიახ, ჩვენი მენტალური მდგომარეობა, ყველაფრის საწყისია, იმისთვის რომ ძლიერი იყო, იმისთვის რომ ბრძოლა მოიგო, შენი ფსიქიკური მდგომარეობა, ჰარმონიას კარგავს.

სამწურხაროდ, ძალიან ცოტა თუ საუბრობს, საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე, ზოგს ცხვენია, ზოგი არც აღიარებს, რომ ის განიცდის სტრესს, შფოთვას და კიდევ მრავალ სხვას.

არადა, აღიარება და მიღება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ურთიერთობის საწყისი  ნაბიჯია, მისი მნიშვნელობის აღიარება და იმის აღიარება, რომ კარგია დახმარების ძებნა, სიმშვიდისკენ მიმართული გადადგმული ნაბიჯია.

ისევ ბრძოლაში ვართ… საკუთარ თავთან ბრძოლაში, რატომ მე?! კითხვა, რომელსაც ქვეცნობიერი გვისვამს, მაგრამ პასუხი არ ჩანს…

როგორი შეგრძნებაა, როდესაც ბრძოლას იგებ ან პროცესში ხარ?

ამ კითხვაზე პასუხის ძიება, ჰარმონიული ცხოვრების, ერთი დიდი გასაღბია…

ცხოვრება, ხომ  ძალიან ქაოსურია?!  სწორედ ეს ქაოსი იწვევს მენტალური ჯანმრთელობის  დარღვევას. პირდაპირ გავლენას ახდენს, ჩვენს ემოციებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

რაშია გამოსავალი?!

გამოსავალი ბევრ რამეშია, მაგრამ არსებობს ერთი პრინციპი, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული ქვია, შენ და ჩვენ ყველა ამ სამყაროში ყველაზე ძლიერები ვართ, იმიტომ რომ გვჯერა, იმიტომ რომ ბრძოლა საკუთარი თავის სიყვარულისადმი არასდროს ნელდება!

თავი მაღლა აწიე, ხმა ამოიღე, გაიღიმე, გაძლიერდი, საკუთარი თავი შეიყვარე და დიახ, ამის მერე შენ ნამდვილად მოიგებ ომს, რომელსაც ცხოვრება მუდმივად გვიმზადებს…!



ავტორი: ანო წერეთელი

ფოტო: ლევან დადვანი

246 views0 comments

Comentários


bottom of page