top of page

ანა გირგვლიანი

Updated: Jul 12

იქ, სადაც ცას მიწა კოშკებით უჭირავს



ჩემი კარიერის ისტორია მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნასთან ერთად დაიწყო.

TIC მესტია 2010 წელს გაიხსნა, სადაც ექვსი წელი ვიმუშავე.

აჩქარებული მშენებლობის და განვითარების პერიოდში მომიწია

მუშაობა. ყაჩაღობით ცნობილი, საშიში ადგილიდან უცებ

გადავიქეცით ტურისტულ ადგილად. მიუხედავად ბევრი

სირთულისა, ის დრო ყველაზე კარგადმახსენდება.

ეხლაც რომ ვფიქრობ, სიზმარი მგონია, ისე სწრაფად

შეიცვალა ყველაფერი.

ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური და მინდოდა სვანეთიდან ყველა სტუმარი დაუვიწყარი შთაბეჭდილებით სავსე წასულიყო.

2016 წელს წამოვედი სამსახურიდან და გავხსენი პატარა კაფე მესტიის

ცენტრში, ნაქირავებ ფართში. კაფეც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, თანაც

ძალიან რთული და დამღლელი. მიწევდა ყოველდღე ახალი ადამიანების გაცნობა და ყველას პატივისცემის დამსახურება.

პარალერულად დავიწყე სახლის მშენებელობა მესტიის გარეუბანში. მინდოდა ჩემი სახლი

ყოფილიყო თან მესტიაში და თან მქონოდა ულამაზესი ხედები ირგვლივ.

ერთი დიდი ბედნიერებაა აქ გაღვიძება.

სახლს მოყვა სასტუმროს აშენების იდეაც.

2020 ში დაიწყო პანდემია, კაფე დავკეტე და ძალიან ბევრი ვიფიქრე დავრჩენილიყავი თუ

წავსულიყავი. მე დავრჩი და ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე

გარდამტეხი დრო.

ძალიან რთული იყო პანდემიის დროს სამშენებლო მასალაბის მომარაგება. ყველაზე დიდი სირთულე კი მუშახელი იყო ,რომელიც სულ იტყუება და როცა დაინახავენ რომ ქალი

ხარ, ასმაგი მონდომებით ცდილობდნენ გავეცურებინე. ყველას არ

გამოუვიოდა მაგრამ იყვენენ ისეთებიც რომ გამოუვიდათ .

2023 ში დავასრულე 21 ნომრიანი სასტუმროს

მშენებლობაც და რემონტიც. ჩემი სასტუმრო მინდოდა ყოფილიყო

გოგო.

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი სასტუმრო ყოფილიყო თან ჩემი მსგავსი.

ერთი წელია რაც ჩემი სასტუმრო მუშაობს ჩემთან

ერთად დღე და ღამე, მუხლჩაუხრელად. აქაც როგორც ყველგან, ჩემი

გონება სულ ფიქრობს იმაზე, რომ ყველა კმაყოფილი წავიდეს და

კიდევ მრავალჯერ დაბრუნდეს.

რაც მეტს ვმოგზაურობ და გავდივარ ქვეყნის გარეთ იმდენჯერ ვრწმუნდები, რომ განგებამ

ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ვიყოთ განვითარებული ქვეყანა

და ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ განვითარებულ

საქართველოში.

მე ვთვლი, რომ ჩემ წილ აგურს თუ არა პატარა კენჭს

ყოველდღე ვდებ. აქაც ძალიან ბევრ და რთულ გამოწვევებს შევეჯახე.

მოგეხსენბათ რომ სვანეთი არის ერთ-ერთი საქართველოს

მაღალმთიანი რეგიონი, ძალიან ცივი და მკაცრი ზამთრით.

ყველაზე დიდი პრობლემა ზამთრის თვეებში არის ელექტროენერგიის

არქონა და გზის ჩაკეტვა.

ვისურვებდი და ჩემი ოცნებაა, რომ არ გვქონდეს ყოფითი პრობლემები.გავითავისოთ რომ

თითოეული კმაყოფილი სტუმარი ნიშნავს უფრო

მეტ სტუმარს მომავალში. ხოლო რეგიონის განვითარება კიდევ ბევრ არგაქცეულ

ადგილობრივ ახალგაზრდას!




148 views0 comments

Comments


bottom of page