top of page

როგორ მოხვდა ქართველი ქალის ღვინო იაპონიაში?



 “ჩემთან მოვიდა აზიური გარეგნობის მამაკაცი და დააგემოვნა ღვინო, მეორედაც მოვიდა, არც ვიცოდი ვინ იყო. მესამედ მოვიდა და მითხრა, მე ნატურალური ღვინის იაპონელი ექსპორტიორი ვარ და მინდა, შენი ღვინო იაპონიაში წავიღო ძალიან მომეწონაო.  ეს იყო WINEXPO-ს ღვინის გამოფენაზე ექსპოჯორჯიაში, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო პირველივე გამოფენა ასეთი შედეგიანი რომ აღმოჩნდა, ეს იყო პერიოდი, როცა არავის არ ვიცნობდი და არავინ არ მიცნობდა, როგორც მეღვინეს. ჩემი ღვინო 2022 წლიდან იაპონიაში იყიდება. წელს ტოკიოში გაიმართა ბიო და ნატურალური ღვინოების გამოფენა, სადაც მეც ვიყავი წასული, ჩემი ღვინოებით. წელსაც ველოდები ექსპორტიორის ჩამოსვლას, რომ ახალი დამატებული ღვინოებიც წაიღოს.”




“თავიდან ყველას ვეკითხებოდი აზრს, კახეთში ვცხოვრობ და აქ ირგვლივ მყოფებმა თითქმის ყველამ იცის ეს საქმე. შემდეგ გადავწყვიტე თვითონ გამევლო კურსები და აქტიურად დავიწყე ლექციებზე დასწრება. იმ პერიოდში გამოკვეთილად არც თუ ისე ბევრი მეღვინე ქალი იყო ზოგი ფიქრობდა, რომ ვერ დავაყენებდი ღვინოს, თავიდან ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც შენი არ სჯერა, მაგრამ მე მაინც ჩემს გზას მივუყვებოდი და ხარისხზე ორიენტირებით ჩავერთე მეღვინე ქალთა ჯგუფში. მიყვარს ექსპერიმენტებიც, ხშირად მცირე რაოდენობით ვაყენებ ღვინოს ახალი მეთოდის გამოსაცდელად.”


ღვინო, რომლითაც ძალიან ამაყობს არის რქაწითელი 2021, ერთადერთი ნატურალური ღვინო, რომელმაც 2023 წელზ მიიღო ოქროს მედალი ბრიტანულ საერთაშორისო კონკურსზე IWSC International Wine and Spirit Competition, სადაც წარმოდგენილი იყო 520 სახეობა. დღეს ექიმის ბიო - მარნის ღვინო ბრიტანეთშიც გადის ექსპორტზე.


 ამ ეტაპზე ექიმის ბიო-მარანს აქვს ქვევრის: რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, ხიხვი-რქაწითელი

ევროპული(უჟანგავ ავზებში): საფერავი და საფერავის როზე


სამომავლოდ აპირებს ძველი ქართული ჯიშების გაშენებას. 


ავტორი: ნინი უსენაშვილი




19 views0 comments

Commenti


bottom of page