top of page

''ქალები ფლობენ საიდუმლო იარაღს გარიგებებისა და შესყიდვების წარმატებით ჩასატარებლად''



Forbes აქვეყნებს სტატიას ქალების როლზე ბიზნეს გარიგებების პროცესში და იმ განსაკუთრებულ უნარებზე, რომლებსაც წარმატების მისაღწევად იყენებენ.

ძირითადი მესიჯები:

  • ქალები ბიზნეს გარიგებების ემოციურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას, რასაც მამაკაცები ხშირად უგულებელყოფენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გარიგების წარმატებისთვის, რადგან პროცესში ჩართულ ადამიანებს პირადი მოტივები და გამოცდილება აქვთ, რამაც შეიძლება გარიგებაზე გავლენა მოახდინოს.

  • ქალებს აქვთ ინტუიცია, რომ დაინახონ ის, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. ეს მათ საშუალებას აძლევს, მომავალი გამოწვევები წინასწარ განჭვრიტონ და პრობლემები მათ გაჩენამდე აღმოფხვრან.

  • ქალებს ადამიანები უფრო ადვილად უხსნიან გულს, რაც ძალიან სასარგებლოა გარიგების დროს. მათ შეუძლიათ, სხვებს მოუსმინონ და მათი საჭიროებები გაიგონ, რაც გარიგების პროცესს ამარტივებს.

  • ქალები ამარტივებენ გზავნილებს, რათა განხილული საკითხები ყველასთვის გასაგები იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს გარიგებების დროს, სადაც ხშირია კომუნიკაციის პრობლემები.

წყარო: https://www.forbes.com/

სტატიის ავტორი: ნინი უსენაშვილი

ფოტო: დავით ქავთარაძე

17 views0 comments

Comments


bottom of page