top of page

ანი ყარალაშვილი

Updated: Jun 7



ყველაფერი აბიტურიენტობის დროს გადაწყდა, მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩვენმა მასწავლებელმა, ვიოლა ბერიშვილმა, რომელსაც დღემდე ვემადლიერები, ბავშვებს გვირჩია ფარმაცევტული ფაკულტეტი აგვერჩია. მაშინ ეს ფაკულტეტი საერთოდ არ სარგებლობდა პოპულარობით.

სახლში მისულმა მშობლებს გამოვუცხადე, რომ ჩემგან ექიმი არ გამოვიდოდა (ხო მართლა დედა ექიმი მყავს) და რომ ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ვაბარებდი. დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მითხრა: შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენიაო. ამასთან, არ მავიწყდება მამას სიტყვები: ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მომწონს შენი გადაწყვეტილებაო. ხოდა აი ასეა უკვე 25 წელია ამ ბიზნესში ვარ და დღეს საკუთრი კომპანია მაქვს - www.pharmservice.ge - აქ პროდუქციის გარდა ნახავთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, რომელიც ჩემი დაწერილია, ისევე, როგორც ჩემი მოგონილია მისი სახელი და შექმნილია ლოგო.

ჩვენი სლოგანი ამბობს ამბობს:

• ფარმ-სერვისი ჩვენი ოჯახია.

• ის, რასაც ჩვენი პატარა გუნდი აკეთებს ყოველდღე, ნაკლებად ჰგავს მუშაობას, ჩვენ ვახერხებთ საქმისა და დასვენების შერწყმას.

ზოგადად მიმაჩნია, რომ წარმატებული ადამიანები 24 საათს სამსახურს არ უთმობენ. წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც ახერხებ შეუთავსო ოჯახი, პირად ცხოვრება და კარიერა.

რადგან ეს პორტალი ქალებს ეძღვნება, მინდა ვთქვა რომ - როგორც ქალს, არ უნდა გეშინოდეს იყო ლიდერი და არც იმისი მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ იმის გამო, რომ ქალი ხარ განსაკუთრებულად უნდა მოგექცნენ. შენ ისეთივე ლიდერი ხარ, როგორც სხვა, კაცი იქნება ეს თუ ქალი. უფრო მეტიც.ჩვენი უპირატესობაც არის ის რომ, ქალი მეტად ორგანიზებული და მოქნილია, ქალებს უფრო იოლად შეგვიძლია ცვლილებებთან ადაპტაცია.

ბოლო სამსახურში სადაც ვიმუშავე როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, მართლაც გამიმართლა რომ შევხვედროდი იმ ადამიანებს, ვისგანაც შედგება დღეს ჩვენი გუნდი. ჩვენ პატარა ოფისში სულ რამდენიმე ადამიანი ვართ და თითოეული ჩვენგანი იზიარებს საერთო ხედვასა და ღირებულებებს, ასევე კომპანიის მისიას და გატაცებას.

PHARMSERVICE -ის ამ ადამიანების დაუღალავი შრომისა და რწმენის შედეგია.


ბოლოს კი ვიტყვი: ‘’ თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა იოცნებოთ’’ - და თანაც როგორც იტყვიან: '' Dream Big'' - ამას გირჩევთ თინეიჯერი გოგო, რომელიც ყოველი ძილის წინ ოცნებობდა და საკმაოდ ნათლად ხედავდა თავის მომავალს და ეხლა უკვე ზრდასრული ქალიც, ვაგრძელებ ამას…

გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შეძელით გენდერული სტერეოტიპების იგნორირება და უბრალოდ აკეთეთ თქვენი საქმე.




196 views0 comments

Comments


bottom of page