top of page

არა რუსულ კანონს!

Updated: May 9



,,არ დავუთმობთ რუსული კანონის და საკონტიტუციო ცვლილების გატანას!’’ - ამბობს ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტი, მედია ,,აპრილის’’ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

17 აპრილს ,,ქართულმა ოცნებამ’’ ,,უცხოური გავლენის აგენტის’’ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მაშტაბური აქციები მოყვა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი; რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.

ჟურნალისტები აქციების დროს საფრთხის მიუხედავად აქტიურად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას.

,,15 წელია ჟურნალისტიკაში ვარ, ჩვენი მედია მიმართულია ქალებისა და ლგბტ ადამიანების უფლებებისკენ. მედია პლატფორმაზე განთავსებულია ვრცელი მასალები რეპროდუქციოლოგიის, ქალების ჯანმრთელობის შესახებ. ასევე წაიკითხავთ ადამიანების პორტრეტებს, ახალი ამბებისა და ქვიზების რუბრიკას. მედიის მიზანია ქართულ ენაზე გადამოწმებული სანდო ინფორმაციის მიწოდება, იყოს უსაფრთხო სივრცე და ტრიბუნა, სადაც საზოგადოების წევრებს შეეძლებათ თავიანთი ამბის გაზიარება. ხშირად უთხოვიათ დახმარება სხვადასხვა სერვისის გავრცელების შესახებ. ჩვენ ვზრუნავთ ცნობიერების ამაღლებაზე.

მთავარი პრობლემა დღეს რუსული კანონების განხილვაა. ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საზიანოდ არის მიმართული, რითიც სარგებლობს რუსეთი.

ხელისუფლებამ ასევე დაანონსა საკონსტიტუციო ცვლილება - ლგბტ პროპაგანდის შესახებ. ლგბტ პროპაგანდა არ არსებობს, ადამიანები იბადებიან ისეთებად, როგორებიც არიან!

ხელისუფლების წევრები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, აწესებენ ცენზურას და აძლიერებენ სტიგმებს.

ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია ადამიანების დახმარებაა, ამიტომ არ დავუთმობთ რუსული კანონისა და საკონსტიტუციო ცვლილების გატანას!.


ავტორი: კესო ტყებუჩავა

14 views0 comments

Kommentare


bottom of page