top of page

თეო ქავთარაშვლი - TechGogo



ღრმად  ჩავისუნთქე და შფოთვები  შხაპით ჩამოვირეცხე..


სიმსუბუქემ, გამოსავალი და კიდევ უფრო მეტი იდეა მოიტანა, მეც წამოვდექი  და ჩემს გზას გავუყევი, მას და საკუთარ თავს მინდობილი.

 

დღემდე ასეა, ჩემთვის შექმნის პროცესი თავგადასავალია, სადაც ბევრ უცნობ ან ნაცნობ სიტუაციებში ვხვდები, ვსწავლობ, ვმარცხდები და ვიმარჯვებ.

გზაზე მარცხიც გვხვდება, სირთულეებიც და ტკივილიც, მაგრამ ბავშვობაშიც  ხომ თამაშის დროს  წაქცევისას, სიმაღლიდან ჩამოვარდნისას დაზიანებული, გადატყავებული ხელებით, ფეხებით, „ნაიარევით“ ვაწონებდით თავებს ერთმანეთს და ვუმტკიცებდით, როგორი  ძლიერები ვართ, იმიტომ რომ მათზე მეტჯერ გვეტკინა, მაგრამ  ისეთი მაგრები  ვართ, რომ დღესაც გამოვედით სათამაშოდ მუხლებზე, წვივებზე, ხელებზე შემხმარი სისხლით და ისეთივე ჟინით  და სიხარულით ვაგრძელებთ თამაშს, როგორც გუშინ.,,

 

სანამ თავად არ ცდი, ვერ შეიგრძნობ შენს გზაზე თამაშის პროცესის სიხარულს. შექმნის პროცესით ტკბობას, შედეგით კმაყოფილების განცდას და ახალი ჰორიზონტებისკენ გეზის აღების ჟრუანტელს სხეულში.

 

შეიძლება უფრო „სერიოზულ“ „დირექტორულ“ „ენტერპრენერულ“ ტექსტს ელოდით სოციალური საწარმოს „ტექგოგოს“ დამფუძნებელ-დირექტორისგან, მაგრამ  არის რაRაცეები, რასაც „ვერ იმასიზამ“.....


TechGogo სოციალური საწარმოა.



96 views0 comments

Comments


bottom of page