top of page

ლელა გოგინავა


-დაგირეკავთ

ექოსავით ჩამესმის ეს საზიზღარი სიტყვა და ზუსტად ვიცი რომ არ დარეკავს.

-წარმატებებს გისურვებთ! ეს უკვე მეორე საძულველი სიტყვა

-ასევე

ვპასუხობ მეც ღიმილით , დიდი შენობიდან გამოსულს კი მარტის ქართან ერთად უარყოფილის სტატუსიც  მაგნიტივით მეკიდება,  გარეთ  მზე და ღრუბელი ერთად რომ მხვდება ეს უკვე სრულად საკმარისია წამებში შემძულდეს საკუთარი თავიც და მთლიანად დედამიწა თავისი სეზონური ცვალებადობით.

თვითგვემაში ჩაფლულმა ფიქრებით რატომ არ გამომივიდა, ერთი წარმატებული ადამიანის ლელა გოგინავას ისტორია მოვისმინე და ეს მწარე სილის გაწნას გავდა, აი სიზმრიდან რომ გაფხიზლებს.

გამოგივა, თუ იშრომებ - ეს იღბალზე მყარი და დაუძლეველი ფარია.  

,,წარმატების მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გამოვყოფდი: იღბალს, პროტექციას და თავდაუზოგავ შრომას. პირადად, მე, არ ვიცი რამდენად წარმატებულად ვითვლები, თუმცა, იმას რასაც მივაღწიე, ვაღიარებ, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ამის გარეშე ვერც იღბალი და ვერც პროტექცია ვერ უზრუნვლეყოფენ წარმატების ხანგრძლივი ვადით შენარჩუნებას.

ამჟამად აკადემიური საქმიანობით ვარ დაკავებული. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ვხელმძღვანელობ მიგრაციისა და დიასპორის კვლევით ცენტრს. 2022 წლიდან ვარ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) მიერ დაფუძნებული ევროპელ მკვლევართა ტრანსდისციპლინარული ქსელის სამი პროექტის მონაწილე: პროექტის - ქალები მოძრაობაში (WEMov) (CA19112) მესამე სამუშაო ჯგუფის თანალიდერი, ასევე COST-ის  ევროპული ერების იდენტობის, დოკუმენტების ისტორიის: მოქლაქოება, ეროვნება და მიგრაცია (HIDDEN) (CA21120) მე-3 და მე-5 სამუშაო ჯგუფების წევრი და COST-ის პროექტის ევროპაში ტრანსნაციონალური ოჯახების დინამიკა (TraFaDy) (CA21143)  მენეჯმენტის კომიტეტის წვერი.  ვმუშაობ სადოქტორო თემაზე, რომელსაც აღმოსავლეთ ვეროპის უნივერსიტეტისა და მიდლსექსის (ლონდონი) უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ვაკეთებ. ამ ყველაფერში მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მეხმარება.

ცხოვრებაში ყველაფერი არც სწორხაზოვანია და არც მხოლოდ აღმავალი მიმართულებით  მიდის. როგორც ამბობენ, ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დაღმართი დემოტივაციის წყაროდ კი არა, შეცდომების გაანალიზების, დაბრკოლებების გადალახვის ეტაპად ვაქციოთ და მასში მეტი სარგებელი დავინახოთ, ვიდრე პრობლემა. ‘’

საქართველოში ადამიანები ძალიან ბევრ დროს უთმობენ სხვის ცხოვრებას, რაშიც  ძვირფას დროს ფლანგავენ და სამუწახოდ, თავიანთი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებათ. ჩემეულ წარმატების ფორმულას გაგიმხელთ: გაეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს, ეცადეთ იმაზე უკეთესი გახდეთ, ვიდრე გუშინ იყავით, იმაზე მეტი რამ ისწავლოთ, ვიდრე გუშინ იცოდით და დამერწმუნეთ, წარმატება გარანტირებული გექნებათ’’

წარმატება არ არის არც პროფესია, ფული, გავლენა

გარდა საკუთარი თავის რწმენისა. ყველაფერი შეიძლება წამებში დაკარგო, მაგრამ დაიბრუნო თუ რწმენა გაქვს, რომ შეძლებ.


ავტორი: კესო ტყებუჩავა

5 views0 comments

Comments


bottom of page