top of page

მაია გოგიაშვილი

Updated: May 31



პრემიუმ კლასის ჭურჭლის მაღაზია ამბიენტე ფუნქციონირებს სავაჭრო ცეტნრ სითი მოლში 2021 წლის ზაფხულიდან. მაღაზია აერთიანებს 8 საერთაშორისო პრემიუმ კლასის ჭურჭლის და საოჯახო აქსესუარების ევროპულ ბრენდს.

კომპანია დავაფუძნეთ 3-მა ქალბატონმა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი სურვილი და მიზანი გვამოძრავდებდა, შეგვქმნა ბრენდი სადაც წარმოდგენილი იქნებოდა კონკრეტულად ქართველ მომხმარებელზე მორგებული საოჯახო აქსესუარები.

სახელწოდება ამბიენტე გულისხმობს სიმყუდროვეს, სასიამოვნო გარემოს. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მოდელი რომელიც ორიენტირებულია უშალოდ მოხმარებლის მოთხოვნასა და გემოვნებაზე, ჩვენი ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, შევქმენით მაღაზიის ისეთი ფორმა რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ასორტიმენტს და გათვლილია ყველა სახის ბიუჯეტზე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთები ისე სადღესასწაულო, საახალწლო და სააღადგომო სასაჩუქრე პროდუქცია ერთ სივრცეში.

მოგეხსენებათ ქართველი მომხმარებელი, არის საკმაოდ გემოვნებიანი და ამიტომაც თითოეული ბრენდი და კოლექცია არის საგულდაგულოდ შერჩეული და წარმოდგენილი.

იდეა

ჭურჭლის და საოჯახო აქსესუარების მიმართ ინტერესი ბავშობიდან გვაქვს. ერთამენთის გაცნობისთანავე მივხვდით რომ საერთო ღირებულებები გვაკავშირებდა ამ მიმართულებით.

გუნდი

კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდით, რომელიც დაფუძნებულია მოტივირებულ ახალგაზრდა თანამშრომელბზე, ურთიერთ პატივისცემაზე და პროფესიონალიზმზე. მაღაზია გაიხსნა შუა პანდემიაში, რის გამოც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, თუმცა არცერთი წუთით არ შეგვინელებია სწრაფვა მიზნისკენ. ყოველი დილა ჩვენი გუნდის მოტივირებით და გამხნევებით იწყება. ვცდილობთ თითოეულმა მათგანმა დაფასებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენი მხრიდან ყველანირი თანადგომა და ჩართულობაა ყოველდღიურ საქმიანობაში.

აქტივობა

ხშირად ვატარებთ მასტერკლასებს, ზაფხულში გვაქონდა მასტერკლასი -სუფრის გაშლის ხელოვნაბაზე, სადაც მომხმარებელს გავაცანით სუფრის გაშლის ხელოვნება და ჭურჭლის შერჩევის ნიუანსები.

ახალ წელს გვქონდა მასტერკლასი საახალწლო სუფრის და რიტუალების შესახებ. რადგანაც ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია, მომხარებელს მივცეთ რჩევები როგორ გაალამაზონ და შექმნან განსაკუთრებული სიმყუდროვე და ოჯახური განწყობა. ასევე მოწვეული გვყავდა ასტრო ბლოგერი - ანი ანთაძე my luna stories რომელისგანაც საინტერესო ასტრო რჩევები და ჯადოსნური რიტუალები მოვისმენთ.

ნიშა

პროდუქცია ითვალისწინებს ქართველი მომხარებლის გემოვნებას, რომელიც საკმაოდ გემოვნებიანი და მომთხოვნია, რომელიც ასევე კარგად ერკვევა ხარსიხში და ტრენდებში. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და ამაზე დაფუძნებით მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ასევე თანამედროვე / მინიმალისტური პროდუქცია. როგორც სადღესასწაული ასევე ყოველდღიური მომხმარების ნივთები. გვაქვს სასაჩუქრე ფართო ასორტიმენტი და სრული სერვისი, რომელიც გულისხმობს ბრენდირებულ შეფუთვას, მისალოც ბარათს და სასაჩუქრე ჩანთას.

სამომავლო გეგმები

ჩვენს უკვე გვაქვს მონახაზი, მომდევნო წლიდან რომელ ბრენდებთან გვექნება თანამშრომლება, ამიტომაც ვაპირებთ გამგზავრებას დიდ გამოფენებზე. და ასევე მთავარი მიზანია მაღაზიის ქსელის გაფართოება.



10 views0 comments

Comments


bottom of page