top of page

მაია კაციტაძე

Updated: May 9


გაიცანით “სარაჯიშვილის” 140 წლიანი არსებობის მანძილზე  ტექნოლოგიური დეპარტამენტის პირველი ქალი ხელმძღვანელი, “მეღვინე ქალთა ასოციაციის” დამფუძნებელი და მცირე მარნის მფლობელი.


მაიას არ დაუწყია კარიერა მეღვინეობით. მისი პირველი მოწოდება მამის მსგავსად, ნავთობის გეოლოგია იყო. თუმცა, იმ დროს ამ სფეროში ცუდი პერიოდი დაემთხვა, მოხდა ინვესტიციების განზიდვა. მაიამ დანებების ნაცვლად, ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა და ამჯერად დედის, რომელიც დღემდე  "სარაჯიშვილის" ლაბორატორიის უფროსია, პროფესიას, მეღვინეობას, გაჰყვა.


იმ დროისთვის  ეს იყო სკეპტიციზმით სავსე გზა, რომელსაც ქალები ნაკლებად ირჩევდნენ, მაგრამ მაიამ  შეძლო საზოგადოების წინააღმდეგობების დაძლევა. 


მაიასთვის მეღვინეობა უფრო მეტია ვიდრე შემოქმედება. 

ამიტომ, გადაწყვიტა სხვა ქალებიც გაეძლიერებინა. გაეზიარებინა მათთვის გამოცდილება, შეცდომები და წარმატებები.  

მეგობართან ერთად სათავეში ჩაუდგა “მეღვინე ქალთა ასოციაციის'' შექმნას.

აქ ერთიანდებიან მეწარმე და მეღვინე  ქალები, ყველა ასაკის და პროფესიის, ქართული ღვინის მომავლის საერთო ხედვით. 

- “გვაქვს ჯანსაღი პოლემიკა, კრიტიკა. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვხარობთ ერთმანეთის წარმატებით, არ ვართ კონკურენტები. ყველა ქალს აქვს თავისი ხასიათი, შესაძლებლობა და განსხვავებული პროდუქცია. ეს არის ჩვენი ასოციაციის სიძლიერე.” 


ავტორი: ნინი უსენაშვილი



11 views0 comments

Comments


bottom of page