top of page

მანანა ახვლედიანი

Updated: May 9



“ქალებს სხვანაირი ხედვა, ყნოსვა აღქმა აქვთ. სხვანაირ, დახვეწილობას ქმნიან, რაც კიდევ უფრო დელიკატურს ხდის ქართულ ღვინოს. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ როცა გაიცნობ სხვადასხვა ღვინოს, შემდეგ თავს ვეღარ  დაანებებ. ამ დროს ხვდები, რომ ეს არის ჩვენი ისტორია და ამასთან, ჩვენი მომავალიც.” - ქალებისა და ღვინის საინტერესო ურთიერთობას ახასიათებს  მანანა ახვლედიანი, მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი. 


ღვინოსთან პირველი გადაკვეთა 20 წლის წინ ჰქონდა, როცა  ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში დაიწყო მუშაობა ექსპორტის მენეჯერად. იმდენად მოიხიბლა ღვინით, რომ 2017 წელს გადაწყვიტა მახდარიყო მეწარმე. იჯარით იღებს ქარხანას თელავში, სადაც თავის მეღვინესთან ერთად ასხამს ექსკლუზიურ, მცირე რაოდენობის ღვინოს და გზავნის ექსპორტზე. 


როცა პირველად წარადგინა ქალებისთვის განკუთვნილი ღვინის ბრენდი “MADAM WINE”,  ბევრმა ეს აღიქვა პროპაგანდად, რომ ქალებს დაელიათ ღვინო, ზოგი კი ამბობდა:  “ქალის გაკეთებული ღვინო რა იქნებაო”.  

მანანა ახვლედიანს, როგორც ქალ მეწარმეს ორჯერ მეტი შრომა დასჭირდა, ვიდრე კაცს დასჭირდებოდა, იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინა მისი საქმიანობის მნიშვნელობაში და ხარისხში. მას მერე, რაც ეს სტერეოტიპი დაანგრია, გადაწყვიტა სხვა ქალებსაც დახმარებოდა და მეგობართან ერთად დააარსა ასოციაცია “ქალები ღვინის ინდუსტრიაში”, რომელსაც დღეს 48 წევრი ჰყავს.

ასოციაციის მიზანი და არსი არის მეღვინეობის სფეროში მოღვაწე ქალების დახმარება, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება. კავშირის შექმნა და ღვინის წარმოების ხარისხის გაზრდა.

მანანა ამბობს, რომ მუდმივი განვითარდება და წინსვლა არის გადამწყვეტი ნებისმიერ სფეროში.ამიტომ ყველა მნიშვნელოვან ღვინის გამოფენას ესწრება მსოფლიოში და თვალს ადევნებს ტენდენციებს მსოფლიო მეურნეობაში. 


იყო პერიოდი, საქართველოში თვლიდნენ რომ თუ ქალი შევიდოდა მარანში, ღვინო გაფუჭდებოდა. თუმცა, ქართველი კაცები როცა ომში მიდიოდნენ, ამ დროს კი ღვინოს სწორედ ქალები უვლიდნენ. უბრალოდ ეს არ ჩანდა.

მანანას და მის ასოციაციას დიდი როლი აქვს ქალების ჩრდილიდან გამოსვლაში. მათი საქმიანობის წყალობით დღეს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა გოგონა ინტერესდება მეღვინეობით.


ავტორი: ნინი უსენაშვილი

11 views0 comments

Comments


bottom of page