top of page

მართას მანდალა

Updated: Jun 5


ყოველთვის ვცდილობ დავიპყრო ახალი მწვერვალები და ვიარო წინ.

სულ იმას ვაკეთებ, რასაც გული მკარნახობს და აი, ასე შეიქმნა მანდალაც, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით მუშაობს.

ბავშვობიდან ვხატავ და ჩემი ცხოვრებაც დავუთმე ხელოვნებას. როცა საცხოვრებლად ჩემს მეუღლესთან გადავედი, შევისწავლე ახალი პროფესია - ვიტრაჟები.

ძალიან გამიტაცა ამ გამოცდილებამ და გადავწყვიტე ხატვა და ეს საქმიანობა გამეერთიანებინა.

ბევრი ვიფიქრე და დავიწყე, პატარა ესკიზების ხატვით დამეწყო.

ჯერ აქსესუარებვის შევქმენი და შემდეგ ანგელოზები გავაკეთე.

როდესაც პირველი ნამუშევარი გავყიდე და დავინახე, თუ როგორ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები, ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა.

მეც დავიწყე გაასმაგებულად მუშაობა, რომ უფრო მეტი შემექმნა.

დიდ ვიტრაჟებზე მუშაობისას ჩემი მეუღლე და მამათლი, მორჩენილ მინებს, თუმცა ძვირადღირებულს, ყრიდნენ.

მე კი, ეს მინები შევაგროვე და დავახარისხე.

ამიტომაც, გამოვიდა პატარა და ლამაზი სანათები, სასანთლეები და კოხტა, ლამაზი ფიგურები.

ვფიქრობ, რომ თუ შენი საქმე ძალიან გიყვარს, მაშინ არ დაიშურებ შრომას.

გულით შექმნილი საქმე კი, აუცილებლად წარმატებული იქნება და ძალიან დიდ ბედნიერებასაც მოგიტანს.


სიყვარულით,

მართა.



139 views0 comments

Comments


bottom of page