top of page

მე, პეპი გრძელიწინდა

Updated: Apr 13


მე ვარ პეპი , სოფიო ტუსიშვილი თუმცა უკვე ბევრი წელია ამ სახელით მოცნობს ყველა , ბავშვობიდან ხელოვნების არაერთი დარგისადმი მქონდა ინტერესი. ვატარებდი ექსპერიმენტებს. წლებთან ერთად ამ ყველაფერს მიეცა ფორმა და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვქთქვა, რომ ვარ ყველაზე სწორ ადგილას სადაც ჩემი ნიჭის, ცოდნის და გამოცდილების რეალიზებას ვახდენ სრულად არის ინტერიერის დიზაინი, ავეჯის და დეკორის დიზაინი, კერამიკული ფილების დამზადებით დაწყებული, სანათებით დამთავრებული…

მაქვს საავტორო დიზაინის კურსი და სკოლების და უნივერსიტეტების გვერდით ჩემს კურსსაც შეხვდებით ხოლმე, რაც უდიდესი წარმატებაა ჩემთვის.

დიზაინის მიმართულებით მუშაობა დავიწყე 2015 წელს და მას შემდეგ 24/7 იანი რეჟიმით ვარ ყველა იმ ადამიანის იმედი, ვისაც რემონტი აფრთხობს აშინებს და ან ახალ თავგადასავალს ელოდება…

სოც ქსელის ყველა პლატფორმაზე ვცდილობ ჩემს სფეროს გავუწიო პოპულარიზაცია და უამრავი რჩევა და რეკომენდაცია გავცე რაც, ძალიან მეხმარება მეც ვიყო მუდმივ რეჟიმში გათვითცნობიერებული ყველა სფეროში. ვიცოდე ყველა სიახლე და მქონდეს უდიდესი ბაზა ადამიანების, ვინც ჩემს თუ სხვის იდეას განახორციელებს და ყველა სირთულეს გაუმკლავდება.

ყოველთვის ვრწმუნდები, რომ შეუძლებელი არაფერია და სიტყვათა შეთანხმება “არ გამოვა” არ არსებობს თუ პროფესიონალი ხარ და გესმის საფუძვლიანად ის რაც გინდა გადაიჭრას და მოგვარდეს… ამას მოაქვს უსაზღვროდ დიდი თავდაჯერება და ის სიამოვნება რასაც შენი შექმნილი ნამუშევრით ტკბობა ჰქვია. შეუძლებელია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და არ გამოგივიდეს რამე, თავიდანვე დავიწყე ასე, მინდოდა მეკეთებინა რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მომანიჭებდა, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი, რასაც სხეულით და გონებით ვგრძნობდი და რაც სხვა ადამიანებსაც სარგებელს მოუტანდა.



10 views0 comments

Comments


bottom of page