top of page

მელანო - „სისხლის უანგარო დონორების“ ამბავი

Updated: Jun 4




„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“- ამ ტერმინს ბევრი ემოცია მოაქვს, რაც ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მისიას. თითოეული სისხლის უანგარო დონაცია პაციენტისთვის ახალი დღის მომტანია.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი ადამიანების მიერ უანგაროდ გაცემული სისხლის შეგროვებაა, ამისთვის კი შექმნილია დონორების ბაზა, რომ კრიტიკულ მომენტებში სწრაფად მოხდეს რეაგირება. როდესაც სისტემა გამართული არ არის, ადამიანური ურთიერთ თანადგომა და საკუთარი რესურსებით ორგანიზება, ხშირად ყველაზე ეფექტური გზები არის პრობლემების გადასაჭრელად.

ჩვენ გვაქვს მედიატორის როლი პაციენტებსა და დონორებს შორის და ვართ სრულიად პაციენტებზე ორიენტირებული გუნდი. დონორსა და პაციენტს შორის კავშირის უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგნაირად: როდესაც გვწერენ (მოგვმართავენ თხოვნით) რომელიმე სისხლის ჯგუფის საჭიროების შესახებ, პაციენტის ახლობლებს ვუგზავნით კითხვარს და ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ვუკავშირდებით დონორს და პირველ რიგში აუცილებლად გავდივართ სისხლის დონაციის წინაპირობებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვუზიარებთ დონორს დეტალებს თუ სად და ვის სახელზე უნდა ჩააბაროს სისხლი. შესაბამისად, ერთი კონკრეტული სისხლის ჩაბარების ლოკაცია არ გვაქვს არჩეული, პაციენტებს დონორებს ვუგზავნით იქ, სადაც მათ სჭირდებათ.

თუ რამდენი დონორი გვყავს და რამდენი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ამ ყველაფრის რიცხვები და სტატისტიკები რომ გვერდზე გადავდოთ, ჩვენს საქმეში მთელი სიხარული პირველ რიგში ალბათ დონორების უკუკავშირია. იცი, რომ ამ საქმეში მარტო არ ხარ. სრულიად უცხო ადამიანები გენდობიან და ზურგს გიმაგრებენ, რომ იყო სიცოცხლის სადარაჯოზე. ვფიქრობ, ეს ადამიანური სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა.

მეორე დიდი სიხარული პაციენტის მხარეს ყოფნაა. წრფელი მადლიერება და სიცოცხლის სიხარული. სუპერგმირების თანხმობის გარეშე მათ პირად ნომრებს არ გავცემთ, თუმცა თუ გვთანხმდებიან, ვუზიარებთ პაციენტის ოჯახის წევრებს საკონტაქტო ინფორმაციას რომ პირადად გადაუხადონ მადლობა.

დღის ბოლოს, როდესაც ათეულობით პაციენტს ვაბინავებთ და კიდევ უფრო მეტ დონორს ვუკავშირდებით დახმარების თხოვნით, ისე გამოდის რომ უანგარო სიყვარულის გამავრცელებლები ვართ. ამ საქმის კეთების ძალასაც ეს სიყვარული გვაძლებინებს - ექვს გოგოს, საკუთარი საქმეებისა და ცხოვრების პარალელურად.

პირადად ჩემთვის კი, ამ საქმის, ჩემი გუნდის წევრების, სრულიად უცნობი სუპერგმირების და სიცოცხლისთვის მებძროლი ადამიანების სიყვარული იმდენად დიდია, სულ მიჭირს ავხსნა, რატომ და როგორ ვუდგავარ სათავეში. თავიდან დაწყებული ნარატივი, ვფიქრობ რომ საუკეთესო გაგრძელება იქნება შესაჯამებლად. ეს ყველაფერი რომ არა „დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა“.



სისხლის უანგარო დონორები • Volunteer Blood Donors : ლიინკი / Link

95 views0 comments

Comentários


bottom of page