top of page

ნინო ეფხოშვილი

Updated: Apr 13


,წარმატების სკოლის" შექმნის იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც კარგად გავიაზრე, რომ ადამიანები ბევრ რესურსს ვხარჯავთ იმაზე წუწუნში, რაც არ მოგვწონს და ამით არაფერი იცვლება, პირიქით, ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება. რეალურად, შეგვიძლია ჩვენი ენერგია იმის შესაქმნელად გამოვიყენოთ, რაც მართლა მოგვწონს.

ჩემი მთავარი ინსპირაციის წყარო ადამიანი და მათ მიერ მიღწეული შედეგებია - როდესაც ვხედავ, თუ როგორ იცვლება და უმჯობესდება ადამიანების ცხოვრება, სურვილი მიჩნდება, უფრო დიდი მასშტაბით ვაკეთო ის, რასაც დღეს ვაკეთებ. მხარდამჭერი და თანამოაზრე ადამიანების გუნდი და ჩვენი სინერგია არის ჩემთვის დიდი მოტივაცია და შთაგონება.

პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი, ქოუჩი,პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი, ამერიკის N1 წარმატების ქოუჩის ჯეკ კენფილდის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში. დიპლომირებული მედიკოსი, სერტიფიცირებული სცენარისტი. პიროვნული განვითარების პროგრამების, ბლოგების და წიგნის ავტორი. გაყიდვებსა და მარკეტინგში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება, აქედან 10 წელი მენეჯერულ პოზიციაზე. ამჟამად, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების პლატფორმის ,,წარმატების სკოლის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

5 views0 comments

Comments


bottom of page