top of page

ნინუცა გაბისონია


მცირედი“ ჩემი ზედმეტსახელია, რომელიც ჩემმა ძმამ და მისმა მეგობრებმა 10-12 წლის ასაკში შემარქვეს. ისინი ჩემზე მინიმუმ 10 წლით დიდები იყვნენ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა მეგობრობაში. სკოლიდან რომ მოვდოდი, პირველი ჩემი ძმის ოთახში შევრბოდი, ვუყვებოდი ყველაფერს და ჩემს ნახატებს ვაჩვენებდი.

სანდროს (ჩემი ძმის) მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. ჩემთვის ეს იყო დღესასწაული, ღრუბელივით ვისრუტავდი ყველა ინფორმაციას და აღფრთოვანებული ვუყურებდი ფერადთავიან და პირსინგებიან ხალხს.

ზოგი მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი, გოზი IT-ექსპერტი, ექიმი, იურისტი სპორტსმენი, მოკლედ ყველა პროფესიის თუ ინტერესის ადამიანი იყრიდა თავს.

მრავალფეროვნება და თავისუფლებაა, რასაც ვხედავდი სულ და რაც ჩემშიც დიდი დოზით დაილექა.

დღემდე სანდროს მეგობრებისთვის მე მცირედი ვარ, მცირედი (სანდროს) და.

ჩემთვის ეს მეტსახელი სითბოსთან, მზრუნველობასთან, სიახლესთან, ინდივიდუალიზმთან და უშუალობასთან ასოცირდება.

„გააზიარე MTSIREDI ბედნიერებები“ - არის ჩემი, როგორც ილუსტრატორის მთავარი მიზანი.

რა/ვინ არის მცირედი?

- MTSIREDI არის ილუსტრატორი რომელიც შენს ამოჩემებულ სიმღერებს, ფილმის/წიგნის გმირებს, სერიალიდან ფრაზებს, შირაურ ცხოველებს უნიკალურ ილუსტრაციებად აქცევს.

რატომ მჭირდება MTSIREDI?

- გეცვას, ატარო, ოთახში დაკიდო ინდივიდუალურად შენთვის შექმნილი ტანსაცმელი, აქსესუარი თუ პოსტერი

- აჩუქო მეგობარს მისთვის განსაკუთრებული რამ და აგრძნობინო რომ ზუსტად იცი რომელი სერიალის ყურება უყვარს საათობით

- აჩუქო კრეატიურლი და ხელმისაწვდომი საჩუქარი ოჯახის წევრებს, შეყვარებულს, მეგობარს უფროსს (სეკრეტ სანტაში თუ გაიშარე). მოკლედ უველასთვის მორგებული, უნიკალური რამ.

- საჩუქრის შესარჩევად მთავარია გაარკვიო ადრესატის საყვარელი წიგნი, ფილმი, შემსრულებელი, სერიალი თუ უბრალოდ ფრაზა

ველაპარაკოთ მცირედს

- მე დაგიხატავ ყველაფერს რასაც წაიღიღინებ

- საყვარელი ფილმის ან წიგნის გმირს ატარებ შენს ჩანთაზე ან მაისურზე, დაე ყველამ იცოდეს შენი „აიქონები“

- შენი მთავარი სიყარულის , შენი შინაური ცხოველის ილუსტრაციას შეგიქმნი და შეგიძლია სულ თან ატარო, ტელეფონის ეკრანიდან დაწყებული ჰუდით და პოსტერით დამთავრებული

- მარტივად გაპოვნინებ საჩუქარს საპასუხისმგებლო სექრეტ სანტას დროს , შენ ოღონდ რამე ინფო გამოძალე შენს ადრესატს და ეგაა

- რამე ფრაზა მომწერე რაც მოტივაციას გაძლევს, გაძლიერებს და ბრძოლის ველზე ყიჟინით გავარდნის სურვილს გიჩენს, ან გამშვიდებს და საყვარელ ადგილებში გამოგზაურებს. მე ამ ფრაზას ნახატად გადაგიგცევ და ბალიშზე, პოსტერზე ოთახში ან სულაც ტელეფონის ქეისად ვაქცევ

რა ბენეფიტი აქვს MTSIRED-ს?

- არის უნიკალური , შენთვის შექმნილი ილუსტრაცია

- გამოხატავს იდეალურად თუ რამდენად კარგად იცნობ და ზრუნავ საჩუქრის ადრესატზე

- ფასი ხელმისაწვდომი და ადეკვატურია

სამახსოვრო, ორიგინალური და სიმბოლური „გამოსავალი ნებისმიერ დღესასწაულზე.




1 view0 comments

Comments


bottom of page