top of page

სოფიო მხეიძე

Updated: May 13


ქალის როლი უძრავ ქონებაში, სამშენებლო თუ სარემონტო სფეროში, ქართველი საზოგადოებისთვის ცოტა რთული წარმოსადგენი იყო და არის.

მაგრამ ზუსტად ის განათლება, გამოცდილება და სწორი მოლაპარაკების წარმოების უნარი, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა მაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული მომხმარებელი, მყიდველი თუ გამყიდველი, კოლეგა, მშენებელი, დამკვეთი თუ ინვესტორი სასიამოვნოდ გავაოცო.

ამავდროულად ვცდილობ ვიყო კარგი კოლეგა, დედა და მეუღლე. ვფიქრობ ქალებს ეს საუკეთესოდ გამოგვდის.

მივესალმები თქვენს მკითხველს,

მე ვარ სოფიო მხეიძე, უძრავი ქონების კომპანია NDS Georgia_ს და Developer Service Hub_ის დამფუძნებელი.

მოგიყვებით იმ მოტივების და უშუალოდ პროცესების შესახებ რაც დღევანდელობაში საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ხდება.

მას შემდეგ რაც გაყიდვების სფეროში გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე ჩავრთულიყავი უძრავი ქონების ვაჭრობაში და დავაარსე კომპანია სადაც შემოვიკრიბე შრომისმოყვარე ადამიანები.

მინდა დავიწყო ე. წ. „აგენტის“ ინსტიტუტით, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად არის ბაზარზე ჩამოყალიბებული. უძრავი ქონების მესაკუთრეს და დაინტერესებულ პირს სწორი მოლაპარაკების ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ წარმატებული გარიგებისთვის არის საჭირო ეს ბროკერია.

ბროკერი მთავარი რგოლია, რომელიც ყველა სირთულეს უხსნის უძრავი ქონების მოძიებიდან, საბოლოოდ გადაფორმებამდე. აქ მოიაზრება აზომვა, პროექტი, დიზაინი, ნოტარიუსი, ბუღალტერი, აპოსტილი და ასე შემდეგ.

მოკლედ რომ ვთქვათ, უძრავი ქონების ბროკერი როგორც კარგი გამყიდველი, ასევე კარგი ფინანსისტი, არქიტექტორი, დიზაინერი, ნოტარიუსი და იურისტიც უნდა იყოს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემი გამოცდილებით, ვეტყვი მკითხველს, რომელიც ფიქრობს ამ სფეროში ჩაბმას, მზად უნდა იყოთ უამრავი იმედ გაცრუებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს ითოეულ უძრავი ქონების აგენტს ყიველ დღე მთავარი მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ საუკეთესოდ ჩაიცვან, თითქოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები აქვთ და ისე გავიდნენ სახლიდან. თავდაჯერებული და შრომისმოყვარე უძრავი ქონების აგენტის შემოსავალი დღეს ბევრ „ძალიან პრესტიჟულ“ სამსახურზე შემოსავლიანი შეიძლება იყოს.

აქვე მოგიყვებით პარალელურად დაარსებული მეორე კომპანიის შესახებ:

Developer Service Hub_ი, რომელიც მუშაობს სამშენებლო ინდუსტრიაში და უზრუნველყოფს მშენებლობას, ინჟინერიას, არქიტექტურას, სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფას, სარემონტო მასალებს, რემონტს, ასევე ინვესორების მოზიდვას და პროექტების შეთავაზებას. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებით, გამოცდილებით, ადგილობრივი ბაზრების ცოდნით და პროფესიონალების ერთგული გუნდი გვაქცევს დეველოპერებისთვის იდეალურ პარტნიორად.

როგორც ზევით ავღნიშნე, Developer Service Hub_ი აერთიანებს რამდენიმე კომპანიას, მაგრამ განსაკუთრებით არ შემიძლია, რომ არ გამოვყო პარტნიორი კომპანია, Apex Construction_ი. კომპანია, რომელსაც არც ერთხელ იმედი არ გაუცრუებია. თავიანთი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით!




392 views0 comments

Comments


bottom of page