top of page

უთანასწორო ხელფასი?!



~ქალთა და მამაკაცთა განსხვავება წლებია უამრავ საკითხში პრობლემურია,

თუმცა ყველაზე მკაფიოდ ეს ხელფასებში ჩანს.

ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე

ნაკლებს,ამიტომ შრომის ანაზღაურებაში საკმაო სხვაობა

გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად

რჩება.დღეის მდგომარეობით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცები

თითქმის ორჯერ აღემატება ქალ მეწარმეებს.

ქალთა ძალიან მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით

მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტისა და საწყობების

სფეროში.

ამავდროულად, ქალების რიცხვი გაცილებით მეტია ისეთ

სფეროებში როგორიცაა: განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური

მომსახურეობა და სხვადასხვა სახის მომსახურეობები.

2018 წელს იაპონიაში იაპონიის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტში

ითქვა, რომ “არ გვინდა ქალი ექიმები”. წლების განმავლობაში ამ

უნივერსიტეტში გოგონებს ქულებს აკლებდნენ, რათა მათი წილი

სტუდენტების საერთო რაოდენობაში 30%-ს არ ასცდენოდა. როგორც

ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა ანონიმურად განაცხადა,

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სჯეროდა, რომ მეტი მამრობითი

სქესის სტუდენტის მიღება საავადმყოფოებში ექიმების სამორიგეო საათების დეფიციტს

აღმოფხვრიდა.

მსგავსი სტერეოტიპებისა და დაბრკოლებების დამარცხება უწევთ

ქალებს, რომელთა შრომა და განათლება უთანასწოროა.


ავტორი: ნინი ჩხორთოლია


ფოტო: Puxoo

11 views0 comments

Comentarios


bottom of page